კურსის მიზანია კურსდამთავრებულმა დამოუკიდებლად შეძლოს სხვადასხვა
ინფორმაციული (მ.შ. ინტერნეტ) სერვისების გამოყენებით ინფორმაციის
მოძიება, დამუშავება, გამოქვეყნება.
კურსის მიზანია დაეხმაროს  სტუდენტებს ინფორმაციულ ერაში
კომუნიკაციის, კოლაბორაციისა და სრულფასოვანი განვითარებისათვის
საჭირო საბაზისო ინფორმაციული უნარების განვითარებაში.

ამ კურსის გავლის შედეგად სტუდენტმა უნდა იცოდეს: პერსონალური კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობები; კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა; ოპერაციული სისტემა; დისკებზე, საქაღალდეებსა და ფაილებზე ძირითადი მოქმედებები; ტექსტური, გრაფიკული და ცხრილური ინფორმაციის დამუშავების ტექნოლოგია; კომპიუტერული კომუნიკაციების დანიშნულება და საშუალებები. აგრეთვე, ამ კურსის გავლის შედეგად  სტუდენტმა უნდა აითვისოს შემდეგი უნარ-ჩვევები: პერსონალური კომპიუტერის ძირითად მოწყობილობებთან თავისუფლად მუშაობა; ოპერაციულ სისტემაში მუშაობა; ტექსტური, გრაფიკული და ცხრილური ფორმით ინფორმაციის შექმნა, რედაქტირება, გაფორმება და დამუშავება; ინტერნეტში ინფორმაციის ძებნა, დამუშავება და
გაგზავნა.