სასწავლო კურსი მიზნად ისახავს სტუდენტს სიღრმისეულად შეასწავლოს: - რელიგიასთან დაკავშირებული ძირითადი ანთროპოლოგიური თეორიების ანალიზი და კრიტიკული რეფლექსია; - სხვადასხვა თეორიული პოზიციიდან გამომდინარე კვლევის ფოკუსის და მეთოდის შერჩევა; - თეორიების პრაქტიკული მისადაგება ემპირიულ მასალზე; - კვლევის მეთოდის შესწავლა მცირე დამოუკიდებელი კვლევის ჩასატარებლად; - კონკრეტული კვლევითი პროექტის განხორციელება: მაგალითად, რომელიმე ყოფითი ან რელიგიური რიტუალის შესწავლა და რომელიმე თეორიაზე დაყრდნობით ინტერპრეტაცია.