კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს ცოდნა ჯანდაცვითი პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვისთვის ჩასატარებელი კვლევების, ბიუჯეტირების პროცესის, პროგრამის სტრუქტურის, იმპლემენტაციის პროცესის, მისი შეფასების, მონიტორინგის დ მართვასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. აღნიშნულის შესწავლით, სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეიმუშავონ რელევანტური ჯანდაცვითი პროგრამა - პრობლემის და საჭიროების იდენტიფიცირებიდან პროგრამით მიღწეული შედეგების შეფასების და ანალიზის ჩათვლით.