სტუდენტის საჭიროებაზე ორიენტირებული, "სწავლა კეთებით" მიდგომებზე დაფუძნებული, კვირაში ორსაათიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაო კომპიუტერულ ლაბორატორიაში;

დამოუკიდებელი სამუშაო ითვალისწინებს, ლაბორატორიული მუშაობისა და შესაბამისი გაიდების მეშვეობით მიღებული კომპეტენციების გამოყენებით, კონკრეტული ამოცანების გადაჭრას.

კურსი შედგება თეორიული და პრაქტიკული სამუშაოებისაგან.

სტუდენტები მათთვის საინტერესო პრობლემის გარშემო ანვითარებენ კვლევით (ინფორმაციის იდენტიფიცირება, მოძიება, სისტემატიზაცია, ანალიზი, გამოქვეყნება) ვებ-პროექტს. კურსის თემატიკა და მათი თანმიმდევრობა შეესაბამება კვლევის განვითარების ფაზებს.

კურსი შეიცავს პერიოდულ და საბოლოო შეფასებას.

კურსის ბოლოს სტუდენტები ახდენენ საკუთარი ვებ-პროექტის პრეზენტირებას