კურსის მიზანია, რომ შევისწავლოთ განათლების დღევანდელი სისტემის სოციალური საფუძვლების კრიტიკული განხილვა. კურსის ფარგლებში განხილული იქნება განათლების ისტორიული, სოციალური, ფილოსოფიური საფუძვლები. შევეცდებით ვუპასუხოთ ფუნდამენტურ კითხვებს:

  • რა მიზნებს ემსახურება განათლების სისტემა?
  • როგორ ხდება განათლების მიზნების ფორმირება?
  • რა სოციალური სარგებელი აქვს განათლებას?
  • რა კავშირები არსებობს მიზნებს, მეთოდებსა და საშუალებებს შორის?