თემის მონახაზი

  • პორტფოლიოს წარმოება - ზოგადი

    ქვევით მიმაგრებულ ფაილში ნახავთ მოთხოვნებს პორტფოლიოს წარმოების შესახებ. 

    დახმარებისთვის და კითხვების დასასმელად გამოიყენეთ შესაბამისი ფორუმი. იმისთვის, რომ კითხვა ან კომენტარი დაწეროთ ფორუმში, თქვენ უნდა იყოთ საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებელი.

  • დახმარება i-portfolio.org დაკავშირებით

    იხილეთ რამოდენიმე ნაბიჯი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შექმნათ თქვენი ელექტრონული პორტფოლიო სპეციალური საიტის მეშვეობით.

  • 1. საიტზე დარეგისტრირება

    შედით საიტზე http://i-portfolio.org და პირველივე გვერდზე მარჯვენა სვეტში იპოვეთ ბმული სახელწოდებით დარეგისტრიდი 

    შეიყვანეთ თქვენი:

    1. ელექტრონული ფოსტის მისამართი
    2. სახელი
    3. გვარი
    4. ინსტიტუციის დასახელება. 

    მნიშვნელოვანია, რომ სწორად მიუთითოთ ელექტრონული ფოსტის მისამართი, რადგან სწორედ აქ მოგივათ აქტივაციის მოთხოვნა. გააქტიურეთ იმეილში მოსული ბმულის მეშვეობით თქვენი ანგარიში. თუ იმეილზე 15 წუთის განმავლობაში არ მოგივიდათ გასააქტიურებელი ბმული, ნახეთ spam-ში. თუ მაინც არ მოგსვლიათ დაუკავშირდით საიტის ადმინისტრატორს.

    • 2. ინფორმაციის შევსება

      შედით საიტზე თქვენი მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით. შეავსეთ შემდეგი განყოფილებები

      არ დაგავიწყდეთ: ნებისმიერი ინფორმაციის შეყვანის დროს დააჭირეთ ქვემოთ, დამახსოვრების ღილაკს!

      1. შედით პროფილის განყოფილებაში (იხ. ილუსტრაცია) და შეავსეთ განყოფილებები:

      • ჩემს შესახებ
      • საკონტაქტო ინფორმაცია
      • ზოგადი

      2. პროფილის სურათის განყოფილებაში ატვირთეთ თქვენი ფოტო, კვადრატული ზომის 16x16 ან 1024x104 პიქსელის ზომის.

      3. CV - რეზიუმეს განყოფილებაში შეავსეთ შესაბამისი ქვეგანყოფილებები:

      • წარდგენა
      • განათლება და გამოცდილება
      • მიღწევები
      • მიზნები
      • კომპეტენციები
      • ინტერესები

      ასევე შეგიძლიათ თუ სურვილი გაქვთ შეავსოთ მპგ - მუდმივი პროფესიული განვითარების განყოფილება. ამისთვის, შედით განყოფილებაში.

      • დააჭირეთ ღილაკს ”ახალი მპგ”. შეიყვანეთ დიდი კატეგორია (ტრენინგები, კონფერენციები ან რაიმე სხვა) და დააჭირეთ დაიმახსოვრე მპგ.
      • დააჭირეთ ღილაკს ”ახალი აქტივობა”, შეავსეთ შესაბამისი ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ ჩაწეროთ აქტივობის ფარგლებში დახარჯული საათები, რომ სისტემამ დაგითვალოთ საერთო ჯამში პროფესიულ განვითარებაზე დახარჯული დრო.
    • 3. ფაილების ატვირთვა

      ”შინაარსის” განყოფილების ქვეშ, შედით ”ფაილების” ქვეგანყოფილებაში. 

      ა) შექმენით სამი ფოლდერი: 

      1. სამაგისტრო ნაშრომი
      2. 6 საუკეთესო ნაშრომი
      3. ზოგადი
      ბ) შედით ”სამაგისტრო ნაშრომის” ფოლდერში. დააჭირეთ "Choose file" ფაილის ასატვირთად. ატვირთეთ სამაგისტრო ნაშრომის შემადგენელი ყველა ფაილი (ნარატიული ნაწილი, პრეზენტაცია, დანართები ასეთის არსებობის შემთხვევაში და სხვ.). ატვირთვის შემდეგ დააჭირეთ ბმულს ”ზედა დონის ფოლდერი” იმისთვის, რომ ფოლდერიდან გამოხვიდეთ. 
      ბ) შედით ”6 საუკეთესო ნაშრომის” ფოლდერში. დააჭირეთ "Choose file" ფაილის ასატვირთად და ატვირთეთ ექვსივე ნაშრომი. ატვირთვის შემდეგ დააჭირეთ ბმულს ”ზედა დონის ფოლდერი” იმისთვის, რომ ფოლდერიდან გამოხვიდეთ.
      გ) შედით ”ზოგადი” ფოლდერში. დააჭირეთ "Choose file" ფაილის ასატვირთად და ატვირთეთ განათლების ფილოსოფიის დოკუმენტი. 
      მნიშვნელოვანია, რომ ფაილები სწორედ ამ სამ ფოლდერში იყოს ორგანიზებული!
       
    • 4. პორტფოლიოს გვერდის შექმნა

      თქვენ უნდა შექმნათ პორტფოლიოს ორი გვერდი. ერთი იქნება სრული პორტფოლიო, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მათთვის, ვისაც თქვენ ბმულს გაუგზავნით. მეორე კი იქნება სრულიად საჯარო. საჯარო ვერსიაში არ იქნება ხელმისაწვდომი თქვენი ნაშრომები კურსების მიხედვით და სამაგისტრო თეზისი.

      I. სრული პორტფოლიოს გვერდის შექმნა

      ა) შექმენით სრული პორტფოლიოს შაბლონი. ამისთვის:

      • შედით ”პორტფოლიოს” განყოფილების ქვეგანყოფილებაში ”გვერდები”
      • დააჭირეთ ღილაკს ”რომელიმე გვერდის კოპირება”
      • აირჩიეთ გვერდი ”მაგისტრატურა - სრული პორტფოლიო” (მფლობელი - დიმიტრი გელოვანი) და დააჭირეთ ღილაკს ”გვერდის კოპირება”


      ბ) შეავსეთ შაბლონი ინფორმაციით

      • დააჭირეთ ”დაარედაქტირე სათაური და განლაგება” და დაიმახსოვრეთ. სათაურში დატოვეთ მხოლოდ ”მაგისტრატურა - სრული პორტფოლიო”. წაშალეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს გვერდი ასლია.
         
      • გადადით ”დაარედაქტირე შინაარსი” განყოფილებაში. 
      • გამოაჩინეთ სამაგისტრო თეზისის ფაილები. ამისთვის წარწერის ”სამაგისტრო თეზისი” გაასწვრივ დააჭირეთ მარცხნიდან პირველ ღილაკს, რომელზეც პატარა ოთხკუდხედი ფიგურებია. შედით სამაგისტრო თეზისის ფოლდერში. აირჩიე ფაილები ”აირჩიე” ღილაკის დაჭერით. ყველა ფაილის არჩევის შემდეგ, ბოლოს დააჭირეთ ”დამახსოვრება”.
      • გამოაჩინეთ საუკეთესო ნაშრომების ფაილები. ამისთვის, წარწერის ”საუკეთესო ნაშრომების” გასწვრივ დააჭირეთ მარცხენა ღილაკს. ფოლდერის ”6 საუკეთესო ნაშრომის გასწვრივ” დააჭირეთ ღილაკს ”აირჩიე” და დააჭირეთ ”დამახსოვრება”-ს. ნუ შეხვალთ ფოლდერში, უნდა აირჩიოთ თავად ფოლდერი.
      • გამოაჩინეთ განათლების ფილოსოფიის დოკუმენტი. ამისთვის ტექსტის გასწვრივ დააჭირეთ მარცხენა ღილაკს, შედით ფოლდერში ”ზოგადი” და აირჩიეთ განათლების ფილოსოფიის დოკუმენტი..
      • გამოაჩინეთ თქვენი ვიდეო. ჩემი ვიდეო-ს გასწვრივ დააჭირეთ მარცხენა ღილაკს. ” *” განყოფილებაში ჩასვით ბმული youtube.com-დან სადაც მანამდე ატვირთავთ თქვენს ვიდეოს. არ შეცვალოთ სხვა პარამეტრები.
      • დააჭირეთ გვერდის ქვემოთ ღილაკს ”დასრულებულია”
         


      II პორტფოლიოს საჯარო გვერდის შექმნა

      ა) შექმენით პორტფოლიოს შაბლონი. ამისთვის:

      • შედით ”პორტფოლიოს” განყოფილების ქვეგანყოფილებაში ”გვერდები”
      • დააჭირეთ ღილაკს ”რომელიმე გვერდის კოპირება”
      • აირჩიეთ გვერდი ”მაგისტრატურა - პორტფოლიო” და დააჭირეთ ღილაკს ”გვერდის კოპირება”

      ბ) შეავსეთ შაბლონი ინფორმაციით

      • დააჭირეთ ”დაარედაქტირე სათაური და განლაგება” და დაიმახსოვრეთ. სათაურში დატოვეთ მხოლოდ ”მაგისტრატურა - პორტფოლიო”. წაშალეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს გვერდი ასლია.
      • გადადით ”დაარედაქტირე შინაარსი” განყოფილებაში. 
      • გამოაჩინეთ განათლების ფილოსოფიის დოკუმენტი. ამისთვის ტექსტის გასწვრივ დააჭირეთ მარცხენა ღილაკს, შედით ფოლდერში ”ზოგადი” და აირჩიეთ განათლების ფილოსოფიის დოკუმენტი..
      • გამოაჩინეთ თქვენი ვიდეო. ჩემი ვიდეო-ს გასწვრივ დააჭირეთ მარცხენა ღილაკს. ” *” განყოფილებაში ჩასვით ბმული youtube.com-დან სადაც მანამდე ატვირთავთ თქვენს ვიდეოს. არ შეცვალოთ სხვა პარამეტრები.


      III მიანიჭეთ გვერდებს წვდომის უფლებები

      ა) სრული პორტფოლიოს უფლებები

      • შედით ”პორტფოლიოს” განყოფილების, ქვეგანყოფილებაში ”გაუზიარე”.
      • გვერდის ”მაგისტრატურა - სრული პორტფოლიო” გასწვრივ დააჭირეთ მარჯვენა ღილაკს, რომელსაც ფანქარი ახატია ”საიდუმლო URL მისამართების” სვეტის ქვეშ. 
      • ახალი საიდუმლო მისამართის ქვეშ დააჭირეთ ღილაკს ”დაამატე”. გაჩნდება ბმული, რომელიც შეგიძლიათ გაუგზავნოთ ხოლმე ნებისმიერ მსურველს. მაგალითად ეს ბმული უნდა გაუგზავნოთ პორტფოლიოების დაცვის წინ კომისიას.

      ბ) საჯარო პორტფოლიოს უფლებები

      • შედით ”პორტფოლიოს” განყოფილების, ქვეგანყოფილებაში ”გაუზიარე”.
      • გვერდის ”მაგისტრატურა - პორტფოლიო” გასწვრივ დააჭირეთ მარცხენა ღილაკს, ”დაარედაქტირე წვდომის” სვეტის ქვეშ, რომელსაც გასაღები ახატია. 
      • ”გაუზიარე შემდეგს” ჩამონათვალში დააჭირეთ ღილაკს ”დამატე” საჯაროს გასწვრივ. დააჭირეთ ”დამახსოვრება”-ს.