5.4. მიმოხილვა

წიგნების, წარმოდგენების და ა.შ. მიმოხილვა შეიძლება დაიბეჭდოს სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში და, როგორც წესი, მათზე მითითება მხოლოდ შენიშვნაში უნდა განთავსდეს. ჩვეულებრივ, აუცილებელი არ არის მათი ბიბლიოგრაფიაში შეტანა. თუმცა, შესაძლოა, გადაწყვიტოთ კონკრეტული რეცენზიის ბიბლიოგრაფიაში მითითება, რომელიც მნიშვნელოვანია თქვენი არგუმენტისთვის ან ხშირად არის ნახსენები.

მიუთითეთ მიმომხილველის გვარი და სახელი, სიტყვა „მიმოხილვა“, რომელსაც მოსდევს განხილული ნაშრომის სათაური და ავტორი (ან კომპოზიტორი, რეჟისორი და ა.შ.), ადგილი და თარიღი (იმ შემთხვევაში, თუ საუბარია წარმოდგენაზე) და, ბოლოს, ის პერიოდული გამოცემა, რომელშიც დაიბეჭდა მიმოხილვა.

შ.: 1. მიმოხილვის ავტორის სახელი გვარი, მიმოხილვა განხილული ნაშრომის სათაური, განხილული ნაშრომის ავტორის სახელი გვარი, პერიოდული გამოცემის სახელწოდება გამოცემის ნომერი (გამოსვლის თარიღი): XX.

2. მიმოხილვის ავტორის სახელი გვარი, მიმოხილვა განხილული სპექტაკლის სახელწოდება, განხილული სპექტაკლის რეჟისორის სახელი გვარი, თეატრი, ქალაქი,  გაზეთის სახელწოდება, გამოსვლის თარიღი.

7. Richard P. Taub, review of Reclaiming Public Housing: A half-century of Struggle in Three Public Neighborhoods, by Lawrence J. Vale, American Journal of Sociology 110, no. 3 (November 2004): 797.

15. Charles Isherwwod, review of Birdie Blue, by Cheryl L. West, directed by Seret Scott, Second Stage Theater, New York, New York Times, June 24, 2005.

 

ბ.: მიმოხილვის ავტორის გვარი, სახელი. მიმოხილვა განხილული ნაშრომის სათაური, განხილული ნაშრომის ავტორის სახელი გვარი. პერიოდული გამოცემის სახელწოდება გამოცემის ნომერი  (გამოსვლის თარიღი): გვერდების ნომრები.

მიმოხილვის ავტორის გვარი, სახელი. მიმოხილვა განხილული კონცერტის სახელწოდება, განხილული კონცერტის შემსრულებლის სახელი გვარი. საკონცერტო დარბაზი, ქალაქი.  გაზეთის სახელწოდება. გამოსვლის თარიღი.

Kozinn, Allan. Review of concert performance by Timothy Fain (violin) and Steven Beck (piano). 92nd Street Y, New York. New York Times. April 21, 2000.

ბოლო ცვლილება: Saturday, April 7 2012, 10:55 PM