სალექციო კურსი "ბიოუსაფრთხოება და ბიოლოგიური დაცვა" გააცნობს სტუდენტს ბიოლოგიური იარაღის წარმოქმნის, მისი შემდგომი განვითარების და გამოყენების ისტორიულ მონაცემებს; განხილული იქნება სახელმწიფოებრივი ბიოლოგიური იარაღის შექმნის პროგრამები მეორე მსოფლიო  და ცივი ომის პერიოდში. აგრეთვე გაეცნობით განხორციელებული ბიოტერორისტული აქტების მონაცემებს. კურსის მსვლელობისას განვიხილავთ და გავაანალიზებთ იმ საერთაშორისო საკანონმდებლო რეგულაციების განხორციელების აუცილებლობას რაც დაკავშირებულია ბიო იარაღის წარმოებასა და მის განვითარებასთან. აგრეთვე ამ წესების დაცვით მექანიზმებს და მათ იმპლემენტაციას ეროვნულ რეგულაციებში. განხილული იქნება ის ეთიკური და ლაბორატორიული უსაფრთხოების ნორმები, რომლის დაცვა აუცილებელია მეცნიერული შრომის ნაყოფიერი და უსაფრთხო წარმართვისათვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოების წესების დაცვას, ლაბორატორიული ბიორისკების შეფასეფას და მათ მართვას. განხილული იქნება ის მორალური და ეთიკური ნორმები, რაც აუცილებელია სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნების დროს  „ორმაგი გამოყენების“ დილემის  გადაჭრისათვის.