კურსის შედეგად:

სტუდენტები გაეცნობიან უცხოური ენის სწავლების პრიორიტეტულ მიზნებს და ამოცანებს. იმას,  თუ რა როლი უკავია ენობრივ ფორმებს (ფონოლოგიური უნარ-ჩვევები, მართლწერა, ლექსიკა, გრამატიკა) გამართული მეტყველების სწავლებაში. ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული მიზანია უპირველესად საკომუნიკაციო ენის სწავლება. ენობრივი ფორმები მხოლოდ საშუალებაა.

ამ კურსის გავლის შედეგად სტუდენტს შეეძლება

შეარჩიოს ლექსიკური, გრამატიკული, საწარმოთქმო და ორთოგრაფიული მასალის პრეზენტაციის ხერხები,  დაგეგმოს აქტივობები ლექსიკური, გრამატიკული, საწარმოთქმო და მართლწერის ჩვევების განვითარებისთვის.

სტუდენტს განუვითარდება საკომუნიკაციო ენის სწავლების კონტექსტში ენობრივ საშუალებებზე  დაკვირვების უნარი.

სტუდენტს ასევე შეუმუშავდება მასწავლებლებთან  ჩატარებული ინტერვიუს შედეგების გაანალიზების უნარ-ჩვევა ენობრივი ასპექტების სწავლებაში არსებული ძლიერი მხარეების და/ან სირთულეების გამოვლენის და მათი შემდგომი გაუმჯობესებისთვის გზების დასახვის მიზნით

 

 

ძირითადი თემები:

ა) ლექსიკის სწავლება

ბ) წარმოთქმის  სწავლება

გ) გრამატიკის  სწავლება

 დ) მართლწერის   სწავლება