კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ყოველდღიურობის შესასწავლად. ყოველდღიურობა აღებულია, როგორც თემების ერთობლიობა, რომლითაც მაგისტრანტები სხვადასხვა თეორიებს, მიდგომებსა და კვლევის მეთოდებს გაეცნობიან. თემებისა და მიდგომების მრავალფეროვნება შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, ინტერესის მიხედვით აირჩიონ საკვლევი თემა. ინდივიდუალური კონსულტაციებით მათ ექნებათ კვლევით პროექტში ჩაღრმავების შესაძლებლობა.
1. შესავალი. როგორ ვიკვლიოთ ყოველდღიურობა; მიკროსოციოლოგია;
2. ყოველდღიურობა და ეთნომეთოდოლოგია;
3. ყოველდღიურობა, როგორც სოციალური კონსტრუქტი;
4. ყოველდღიურობა, როგორც პერფორმანსი;
5. რელიგია ყოველდღიურობაში;
6. წარმოსახვა და პროფესიული ხედვა;
7. ყოველდღიურობა და მოსაყოლი ამბები;
8. “არაფრის” კეთება;
9. ყოველდღიურობა და დრო;
10. სივრცე და ადგილი;
11. სახლი;
12. სადილი და ოჯახები;
13. გენდერული როლები და ყოველდღიურობა;
14. ცოდნა-არცოდნა - “არ ვიცი”.
შეფასების კომპონენტები:
აქტიურობა: წაკითხული ტექსტის დამუშავება და მსჯელობა 20 ქულა ;
პრეზენტაცია - 25 ქულა;
მცირე ეთნოგრაფიული კვლევები - 25 ქულა;
დასკვნითი ნაშრომი (საბოლოო გამოცდა) - 30 ქულა
- Teacher: Ketevan Gurchiani