მოცემული კურსის მიზანია, გააცნოს სტუდენტს დასავლური ლიტერატურის ძირითადი ტენდენციები შუა საუკუნეებიდან თანამედროვეობამდე. სემინარებზე ზოგად ლიტერატურულ-ისტორიულ კონტექსტთან ერთად განხილვის საგანი იქნება ამ ეპოქების ცნობილ ინგლისელ, გერმანელ, ფრანგ, ესპანელ, იტალიელ, ამერიკელ, რუს მწერალთა პოეტოლოგიური მრწამსი და შემოქმედებითი გზა. ამასთან, საგანგებოდ გაანალიზდება ამა თუ იმ ნიშნით საყურადღებო ანდა გამორჩეული ნაწარმოების ესთეტიკური, კომპოზიციური და თემატური სპეციფიკა.