მოცემული კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან მხატვრული ლიტერატურისა და მხატვრული ფილმის მედიალურ თავისებურებებს და დაეუფლებიან  ლიტერატურული ტექსტისა და მხატვრული ფილმის შედარებითი ანალიზის ძირითად პრინციპებს. ამისთვის შეირჩევა რამდენიმე ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოები ლიტერატურის ისტორიის სხვადასხვა ეპოქიდან და რამდენიმე ცნობილი რეჟისორის მიერ განხორციელებული ეკრანიზაცია.