ამ კურსის გავლის შედეგად სტუდენტმა უნდა იცოდეს: პერსონალური კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობები; კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა; ოპერაციული სისტემა; დისკებზე, საქაღალდეებსა და ფაილებზე ძირითადი მოქმედებები; ტექსტური, გრაფიკული და ცხრილური ინფორმაციის დამუშავების ტექნოლოგია; კომპიუტერული კომუნიკაციების დანიშნულება და საშუალებები. აგრეთვე, ამ კურსის გავლის შედეგად  სტუდენტმა უნდა აითვისოს შემდეგი უნარ-ჩვევები: პერსონალური კომპიუტერის ძირითად მოწყობილობებთან თავისუფლად მუშაობა; ოპერაციულ სისტემაში მუშაობა; ტექსტური, გრაფიკული და ცხრილური ფორმით ინფორმაციის შექმნა, რედაქტირება, გაფორმება და დამუშავება; ინტერნეტში ინფორმაციის ძებნა, დამუშავება და
გაგზავნა.